ნოდარ ხადური: ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება გამორიცხულია!

ნოდარ ხადური: ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება  გამორიცხულია!

  როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს "ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება სავარაუდოდ გამორიცხულია", აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი2"-ის ეთერში გაჟღერდა. 

 

 როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მზადაა იმ ექსპერტებს შეხვდეს, რომლებსაც ბიუჯეტთან დაკავშირებით 

"შიშები აქვთ".

 

 

„გაცვლით კურსზე ბიუჯეტს ექნებოდა დაწოლის ეფექტი იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე იყო დაგეგმილი. დაგეგმილი გვქონდა 3,9%, დღეისათვის ბიუჯეტის დეფიციტი არის 3,5%-ზე ნაკლები. ექსპერტების მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები. მე შემიძლია, ამ ექსპერტებს, რომელთაც აქვთ შიშები ბიუჯეტთან დაკავშირებით, შევხვდე, მივაწოდო სტატისტიკური ინფორმაცია და დავარწმუნო ისინი, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მინიმუმ არ ემსახურება ლარის სიმყარეს. ისინი სამწუხაროდ, მოსახლეობაში, ნებით თუ უნებლიედ, თესავენ პანიკას, რაც ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: