მამუკა არეშიძე:-"ეს უნებლიე თუ გააზრებული დემარში არ უნდა დავუშვათ"
ექსპერტი მამუკა არეშიძე ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას ეხმიანება და ამბობს:
-"აუცილებელია ჩავიდეს დელეგაცია უკრაინაში და გააცნოს არსებული ვითარება. ეს გააზრებული თუ უნებლიე დემარში არ უნდა დავუშვათ. რაც შეეხება კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას, მე პიროვნებასთან არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, ვიცნობ და ვიცი, რომ კარგი ადამიანია, განათლებული, მაგრამ გაუგებარია რა პრინციპით დაინიშნა ის ჯანდაცვის მინისტრად, რადგან არაფერი განსაკუთრებული რეფორმები მისი მინისტროსბის დროს არ განხორციელებულა. სხვა დანიშვნები კი ჯერ არ ჩანს"