ფრანგული პროექტები გაგრძელდება!

ფრანგული პროექტები გაგრძელდება!

ფინანსთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩს რენონ სალესს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები შეხვდნენ.


შეხვედრაზე ის პროექტები განიხილეს, რომლებიც საფრანგეთის მთავრობის დაფინასებით საქართველოში ხორციელდება ავიაციისა და ტურიზმის სფეროში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.


"დავინტერესედი ახალი ხელისუფლების ეკონომიკური კურსით. მნიშვნელოვანია, როგორია მთავრობის ხედვა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, გვაინტერესებდა, გააგრძელებს თუ არა მთავრობა იმ პროექტებს, რომლებიც საფრანგეთის მხარეს ჰქონდა დაწყებული", _ განაცხადა რემონ სალესმა.


"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და მის ლიდერ ქვეყნებთან ურთიერთობა. ის პროექტები, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა საქართველოში ახორციელებს გაგრძელდება", _ განმარტა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: