ალექსანდრე კვიტაშვილი: შესაძლოა, ლადო გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს!

ალექსანდრე კვიტაშვილი: შესაძლოა, ლადო გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს!

   როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებს, არ არის გამორიხული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს.


"ლადოს ნამდვილად ესაუბრებოდნენ. ალბათ, გაკეთდება საკოორდინაციო ტიპის საბჭო ან რაღაც კომიტეტი", - განაცხადა კვიტაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, კვიტაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ინიშნება.

"ადეიშვილზე ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რას ელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ამ მინისტრთა კაბინეტში არ არის. ამ კაბინეტში არის ეკა ზღულაძე, პირველი მოადგილე შს მინისტრის. ვიცი, რომ კიდევ მეტ ხალხთან აპირებენ საუბარს", -განაცხადა კვიტაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: