ჯეიმს აპატურაი: NATO-ს სამიტზე საქართველომ ახალი პაკეტი მიიღო!
როგორც სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმოამდგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს
"მოხარული ვარ, რომ დღეს ვსტუმრობდი საქართველოს თავდაცვის საამინისტროს. თავდაცვის მინისტრს მეორედ შევხვდი. ჩემი გუნდი კარგად ხედავს, რომ თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს, NATO-ს სამიტზე საქართველომ ახალი პაკეტი მიიღო, რაც თქვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. თავდაცვის სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები განხორციელდეს. NATO-ს მხარე ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.