"იური მოდებაძის ოჯახი იდევნებოდა და იდევნება დღესაც"
წალკის საკრებულოს დეპუტატის იური მოდებაძის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა დღეს ივერიონის პრესკლუბში პრესკონფერენია გამართეს. როგორც დეპუტატის მეუღლე, მარიამ ზანაშვილი აცხადებს, მის მეუღლეს გამომძიებელმა ნინო მაისურაძემ მოტყუებით ჩამოართვა ჩვენება და არ განუმარტა უფლებები.
-"საქმეს იძიებს წალკის რაიონის შსს სამინისტროს განყოფილება. ჩემი მეუღლე დაზარალებულადაც არ არის ცნობილი და მხოლოდ მოწმის სახით არის დაკითხული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ წალკის საკრებულოში ინციდენტი მოხდა "ქართული ოცნების" მანტიაში კარგად შეფუთულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, დღესაც ისინი თავს საკმაოდ დაცულად გრძნობენ. იური მოდებაძის ცემიდან უკვე 7 დღე გავიდა და არავითარი შედეგი არ არის".
მარიამ ზანაშვილის თქმით, მის ოჯახში 2012 წლის არჩევნების დროს განთავსებული იყო "ქართული ოცნების" შტაბი და ოჯახი ზეწოლას განიცდიდა.
-"ჩემი ოჯახი იდევნებოდა და იდევნება დღესაც. მიდა მივმართო ხელისუფლებას-დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია და მოვითხოვთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას".
მისივე თქმით ის არ ენდობა გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს არა მარტო მთავრობისგან, არამედ ნინო ბურჯანაძისგანაც.
ნაწილი 1
ნაწილი 2