გიგი უგულავამ მთავრობის სხდომა დატოვა
გიგი უგულავამ მთავრობის სხდომა დაწყებიდან მალევე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ გატანილი საკითხით არავინ დაინტერესდა.
პრემირ-მინისტრის პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხის განხილვა, მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ დღის წესრიგით არ იყო გათვალიასწინებული.
გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათების გაუქმების საკითხის დაყენებას აპირებდა.
"კლერკები მომიგზავნეს, თურმე მე მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მქონია. 10-15 წელია მსგავსი რამ არ მომხდარა. მათი პასუხი ასეთი იყო: როცა ამ საკითხის განხილვას გადავწყვეტთ, მაშინ შეგატყობინებთო. ეს არის ცინიზმი. ეს შენობა ნელ-ნელა ქაჯეთის ციხედ გადაიქცევა. სადაც ყევლა თავის თავს ელაპარაკება და ყველა ცდილობს მარტო ერთ ადამიანს აამოს. ჩვენ ვიღებთ ნელ-ნელა კარჩაკეტილ მთავრობას, რომელსაც ხალხის ბედი აღარ ანაღვლებს", _ განაცხადა გიგი უგულავამ მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ.