დავით ბაქრაძე:ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას ავღანეთში და ჩვენს მონაწილეობას გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში!
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმოამდგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა მნიშვნენელოვანი იყო. განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს შეეხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომლზეც ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი , ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
"რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. განვიხილეთ, ასევე, რუსეთის ფედერაციას და სოხუმის რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება, როგორც ნაბიჯი, საქართველოს რეგიონის ანექსიისაკენ", -განაცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, ეს საფრთხეს შეიცავს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე რეგიონისთვის.
"ჩვენ შეგვაქვს სერიოზული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ ვთანამშრომლობთ NATO-სთან. ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას ავღანეთში და ჩვენს მონაწილეობას გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, რომელიც 2015 წლიდან გაგრძელდება და ავღანეთის შეირაღებული ძალების მხარდაჭერას, წვრთნას და აღჭურვას შეუწყობს ხელს", -განაცხადა ბაქრაძემ.