აქცია-პერფორმანსი-"კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სხვა სამინიტროებისგან განსხვავებით პირველ ადგილზე დგას ყავის სმაში"

აქცია-პერფორმანსი-"კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სხვა სამინიტროებისგან განსხვავებით პირველ ადგილზე დგას ყავის სმაში"

 კულტურის სამინისტროს წინ - აქცია-პერფორმანსი გიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან 18:00 უწყებასთან შეიკრიბებიან და ყავის სმით გააპროტესტებენ უსაქმურობას. ორგანიზატორების განცხადებით;

"სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, რომელიც ამ უწყებაში ბიუჯეტის ხარჯზეგანხორციელებულ შესყიდვებს უკავშირდება, ირკვევა, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სხვა სამინიტროებისგან განსხვავებით პირველ ადგილზე დგას ყავის სმაში. ოფიცილური დოკუმენტაციით,რომელიც საყდრისის კომიტეტმა მოიპოვა, 2013 წელს მიხეილ გიორგაძის უწყებამ 10393 ლარის ყავა შეიძინა. აქციაზე სამინისტროს მიერ გაწეული სხვა არამიზნობრივი ხარჯებიც განსაჯაროვდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: