ვლადიმირ პუტინი: რუსეთისთვის ყირიმს საკრალური მნიშვნელობა აქვს!

ვლადიმირ პუტინი: რუსეთისთვის ყირიმს საკრალური მნიშვნელობა აქვს!

 "რუსეთმა დაადასტურა, რომ შეუძლია თავისი მოქალაქეების, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა"- აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისთვის ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა. მისივე თქმით, წელს მოხდა სევასტოპოლისა და ყირიმის რუსეთისთვის შეერთება.


"ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის ამ მოვლენას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს და თვითონ ტერიტორიაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რუსეთისთვის ყირიმს უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

 როგორც პუტინმა განმარტა, რუსეთი ყოველთვის პატივისცემით იქნება განმსჭვალული მოძმე უკრაინელი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის მიმართ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: