აკაკი ასათიანი: უკრაინაში ასეთი რა გაუჭირდათ, ვერ ვხვდები!
ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხს საქართველოში ცოტა უცნაურად შეხვდნენ, არადა, ამას ღიმილის მეტი არაფერი არ უნდა მოჰყოლოდა. აღნიშული განცხადება "ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა რეპორტიორის პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული სიტუაცია უხერხულად გამოიყურება.
"მინდა, წარმატება ვუსურვო უკრაინას და იმ ქართველ ხალხს, რომლებიც იქ დაინიშნენ. ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხს საქართველოში ცოტა უცნაურად შეხვდნენ, არადა, ამას ღიმილის მეტი არაფერი არ უნდა მოჰყოლოდა. ერთადერთ უხერხულობას შექმნიდა ის, რომ სააკაშვილი, რომელიც აქ ძებნილია, მოგვევლინებოდა პირველ ვიცე-პრემიერად. ასევე ადეიშვილზეც საუბრობენ - ასეთი რა გაუჭირდათ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე მგონია, რომ ეს ნაბიჯი დასავლელი მრჩევლების გათვალისწინებით ხდება", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.