ჯეიმს აპატურაი: მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნა იქნას თავიდან აცილებული!

ჯეიმს აპატურაი: მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნა იქნას თავიდან აცილებული!

ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. აღნიშNული განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

"ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. უმთავრესია, პოლიტიკური დევნა იქნას თავიდან აცილებული. აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება რაღაც დევნა. ამ აღქმამ უფრო ფართო მასშტაბები რომ მიიღოს და ფეხი მოიკიდოს NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება NATO-ს წევრობის გზაზე ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: