ვლადიმირ პუტინი: რაც მეტად უკან ვიხევთ, მით უფრო თავხედდებიან ოპონენტები!
რაც მეტად იხევს რუსეთი უკან და თავს იმართლებს, მით უფრო თავხედდებიან ოპონენტები. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა,
"შეკავების პოლიტიკა გუშინ არ არის მოფიქრებული და ის ყოველთვის გამოიყენებოდა, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთი განსაკუთრებული გაძლიერების პერიოდში იყო" -განაცხადა პუტინმა.
"ჩვენ ან სუვერენული ქვეყანა ვიქნებით, ან გავითქვიფებით, დავიკარგებით მსოფლიოში. საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტის კანონიერი ინტერესები პატივცემული უნდა იყოს, ეს დაიფარავს მსოფლიოს სისხლიანი კონფლიქტებისგან და მაშინ არ იქნება საჭირო ვინმეს დაშინება იზოლაციით და სანქციებით. სანქციები, რა თქმა უნდა, მავნეა, მაგრამ მავნეა არა მხოლოდ იმისთვის, ვის წინააღმდეგაც არის შემოღებული, არამედ ყველას, მათ შორის, მისი ინიციატორებისთვის. სანქციები, სხვათა შორის, ეს არაა მხოლოდ ნერვული რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციაზე და არც ყირიმის გაზაფხულზე - ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, სხვა საბაბს მოიფიქრებდნენ რუსეთის შესაძლებლობების გაზრდის შესაჩერებლად. შეკავების პოლიტიკა გუშინ არ არის მოფიქრებული და ის ყოველთვის გამოიყენებოდა, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთი განსაკუთრებული გაძლიერების პერიოდში იყო. თუმცა, ძალის პოლიტიკით საუბარი რუსეთთან აზრს მოკლებულია", - განაცხადა პუტინმა.
პუტინი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი სამართალდამცველები ღირსეულად გაუმკლავდებიან ტერორიზმის მორიგ გამოვლინებას.
"ჩვენ გვახსოვს, როგორ მაღალი დონის შეხვედრებზე იღებდნენ ტერორისტებს, როგორც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს. უკვე მაშინ ცხადი გახდა, რომ რაც მეტად ვიხევთ უკან და თავს ვიმართლებთ, მით უფრო თავხედდებიან ჩვენი ოპონენტები და უფრო ცინიკურები და აგრესიულები ხდებიან", - განაცხადა პუტინმა.