ლაშა ტუღუში: სერიოზული კორუფციაა უკრაინაში, ახალ ხელისუფლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული!

ლაშა ტუღუში: სერიოზული კორუფციაა უკრაინაში,  ახალ ხელისუფლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული!

   თუ მათზე აღძრული სისხლის სამართის საქმე ერთი საკითხია, მაგრამ თუ არ არიან ბრალდებულები, ისინი საქართველოს ყოფილი მინისტრები არიან და მნიშვნელობა არ აქვს რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ყვნენ. აღნიშნული განცხადება "ლიბერალური აკადემია - თბილისის" ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა  "რეპორტიორის" პრესკლკუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

"თუ მათზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ეს ერთი საკითხია, მაგრამ თუ არ არიან ბრალდებულები, ისინი არიან საქართველოს ყოფილი მინისტრები და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იყვნენ. თუ წარმატებას მიაღწევენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან ჩვენ მათ ვეხმარებით",- აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

 ტუღუშის თქმით, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" ხელმძღვანელი კიევში უკრაინელ დეპუტატებს შეხვდა.
"მოლდოვაში არჩევნებს ვაკვირდებოდი,  შემდეგ კი ერთი დღით კიევში ვიყავი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდი. საუბარი მედიაკანონებსა და სხვადასხვა რეფორმებს შეეხო.

მათ აინტერესებთ პროცესი, გამოცდილება და როგორც ჩანს, აპირებენ, სერიოზულად მოკიდონ ხელი ქვეყნის რეფორმას, რადგან რეფორმების განხორციელება მათი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოწადინებულები არიან. რთული პრობლემებია, ერთი მხრივ, ომია, მეორე მხრივ, გარემოს შეცვლის აუცილებლობაა. ძალიან სერიოზული კორუფციაა უკრაინაში, ამიტომ, ახალ ხელისუფლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: