ბიძინა ივანიშვილი: დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, ანალოგიური ხდება საქართველოშიც!
"არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც.
"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, ცუდს არაფერს ნიშნავს, კარგად მუშაობს მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.