ბადრი ბასიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

ბადრი ბასიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

დიდი ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის სულხან სიბაშვილის მოადგილედ დაინიშნა.


ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში განუცხადეს.


მანამდე ბასიშვილის ადგილზე რეზო კახნიაშვილი მუშაობდა, ამავე აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. რეზო კახნიაშვილი 2012 წლამდე დეპუტატ ბასიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი კანონპროექტი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ იქნა შემუშავებული გუბერნატორების პრეზიდენტის მიერ დანიშვნას უგულვებელყოფს და მათ პრემიერი დანიშნავს.


ბადრი ბასიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობიის" სიაში 38-ე იყო, თუმცა ის პარლამენტში ვერ მოხვდა. ამის შემდეგ ის გუბერნატორის აპარატში დანიშნეს.


საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება" პარლამენტში წარსადგენად ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვით, გუბერნატორებს საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: