ნიკოლოზ მეტრეველი:-"კვიტაშვილმა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი თსუ არაკომპეტენტური უსაქმური ნაციონალების შტაბბინად აქცია"
უკრაინის ახალი მთავრობის დაკომპლექტებას თავისუფალ სტუდენთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:
-"უკრაინაში რომ ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი, ეს ყველასთვის ნათელია, ვიმედოვნებ შეძლებენ ვითარების გამოსწორებას, რაც შეეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანიშვნას: მე ეჭვი მეპარება მათ კომპეტენციაში, კვიტაშვილის მაგალითზე გეტყვით- რომლის რეფორმებსაც შესანიშნავად ვიცნობ, მან ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი თსუ არაკომპეტენტური უსაქმური ნაციონალების შტაბბინად აქცია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშფოთებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული უსუსურობა, ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი უპრინციპო კადრის მინისტრად დანიშვნა! საგარეო კუთხით აუცილებელია ძირეული შეცვლა კადრების- მინისტრის და რამოდენიმე ელჩის, რომელთა საქმიანობა ვერანაერ კრიტიკას ვერ უძლებს".