"ნაციონალური მოძრაობა" უკიდურესად შეშფოთებულია

"ნაციონალური მოძრაობა" უკიდურესად შეშფოთებულია

  თავდაცვის მინისტრის მოადგილეების წარდგენას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმიანება. მათი განცხადებით "ბურჯანაძის პარტიის ლიდერთა მთავრობაში დანიშვნა შემაშფოთებელია". ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა განაცხადა:

   -"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ინიშნებიან უმაღლეს თანამდებობებზე საქართველოს მთავრობაში. ახალმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავის პირველ მოადგილედ დანიშნა სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი. ღირსიაშვილი არ არის ერთადერთი პიროვნება, ასეთივეა ვახტანგ ყოლბაია, ზაზა სოფრომაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და თეიმურაზ მურღულია, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეა. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააკეთოს განმარტება, თუ რასთან გვაქვს საქმე."

 

 

   ცნობისთვის, ლევან ღირსიაშვილი თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გაუწევს კოორდინირებას. ლევან ღირსიაშვილს 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა; მუშაობდა ასევე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან ღირსიაშვილი სხვადასხვა მედია საშუალებაში წამყვან თანამდებობებზეც მუშაობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: