პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას შეიწყალებს?!
საქართველოს პრეზიდენტს სრული უფლება აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალოს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ივერიონთან" საუბრისას შეწყალების კომისიის წევრმა ელენე თევდორაძემ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, მსჯავრდებული პატიმრობიდან ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს. ეს უფლება კოსტიტუციით არის გათვალისწინებული. პრეზიდენტს უფლება აქვს, მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, მეორე დღესვე შეიწყალოს", _ აღნიშნა თევდორაძემ.
როგორც წესი, შეწყალების კომისია იმ პატიმრების გათავისუფლების საკითხს იხილავს, რომლებსაც სასჯელის ვადის ერთი მესამედი უკვე მოხდილი აქვთ, დიდი ვადის მქონე მსჯავრდებულებს კი სასჯელის ნახევარი. პრეზიდენტს კი, მსჯავრდებულის ნებისმიერ დროს შეწყალების უფლება აქვს.