ირაკლი ჩიქოვანი: ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა გატარდეს!

ირაკლი ჩიქოვანი: ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა გატარდეს!

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდნენ.

 

 შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელი ბორის სილევიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.


"ხაზი გავუსვით "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებს და ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს ნორმალური და თავისუფალი საარჩევნო გარემო და გამოირიცხოს ყოველმხრივ და ყოველი სახის ნებისმიერი ფორმით პოლიტიკური ზეწოლის შესაძლებლობები, ასევე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებულმა საკითხმა, საუბარი იყო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე ვისაუბრეთ იანვარში საპარლამენტო ასამბლეის გამართვის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: