სერგეი ლავროვი: ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა შესაძლებელია!
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა შესაძლებელია. განცხადება ამის შესახებ ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რუსეთსა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია. პუტინმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, რომ თუ მიეცემა ასეთი შესაძლებლობა, თუ იქნება საქართველოს მხრიდან ინტერესი, ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ შეხვედრის შესაძლებლობას",- განაცხადა სერგეი ლავროვმა.