ნოდარ ხადური: ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებული არ არის!

ნოდარ ხადური: ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებული არ არის!

 ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში ფასების ზრდა არ მოხდეს. აღნიშNული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.  როგორც ხადურმა განმარტა,  ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიაფდა საავტომობილო საწვავი, რაც  მიუთითებს, რომ ქვეყანაში ლარის გაუფასურების გამო საგანგაშო მდგომარეობა არაა და ფასების ზრდა არ მიმდინარეობს.

"ხელისუფლების სხვადასხვა შტო აკეთებს ყველაფერს, რათა ფასების ზრდა არ მოხდეს და გაცვლითი კურსი არ გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ჯერჯერობით ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებული არ არის და ზოგიერი ტიპის საქონელზე ფასები არის შემცირებული. მაგალითად, ბენზინის ფასი 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ 25 თეთრით შემცირდა,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში "რეაქცია".


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: