ნიკოლოზ მჟავანაძე: ვერასდროს ეღირსებით ხელისუფლებაში მოსვლას!
ლარის გაუფასურებისა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟს "უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე" ნიკოლოზ მჟავანაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"როცა ლარის კურსი ვარდება და ეკონომიკაში გარკვეული პრობლემები შეინიშნება, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს, მაგრამ არანაკლებ შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი ექსპერტის, პოლიტიკოსის და ნაცსატელიტის რეაქცია. ისეთი სიხარულითა და აღტკინებით საუბრობენ ამ პროცესებზე, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს. რა გიხარიათ, თქვე საცოდავებო, თქვენ მაინც ვერასდროს ეღირსებით ხელისუფლებაში მოსვლას. თუ გგონიათ, რომ ეს პროცესები თქვენი აღზევების საწინდარია, ძალიან ცდებით", - წერს მჟავანაძე.