აურზაური "ტვ-25"-ის გარშემო!

აურზაური "ტვ-25"-ის გარშემო!

"ტვ-25"-ის გარშემო გაურკვევლობა ისევ გრძელდება.


"ივერიონის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ტელეკომპანიასთან ასოცირებული არც ერთი პირი _ როგორც დაფუძნებლები, ასევე ამჟამინდელი მეპატრონეები.


როგორც გასულ ორშაბათს ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია სურმანიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, საქმე წარმოებაში ჩაეშვა და უმოკლეს დროში მოხდებოდა მათი კუთვნილი წილის ლევან ქარდავასგან უკან გამოსყიდვა.


"ამის შემდეგ წილობრივი გადანაწილება ასეთი იქნება: 49% გვექნება ჩვენ, ხოლო 51% კი ბათუმელ ბიზნესმენს ჯემალ ვერძელაძეს დარჩება", _ აცხადებდა გია სურმანიძე.


ჩვენ ისევ დავინტერესდით, რა შეიცვალა "ტვ-25"-ში. "ივერიონთან" საუბრისას "ტვ-25"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს: "უკვე მერამდენე კვირაა ამას აცხადებს გია სურმანიძე და მასთან ერთად სხვა დამფუძვნებლებიც, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია".


ჩვენი ინფორმაციით, ბათუმელ ბიზმესმენს ჯემალ ვერძელაძეს სატელევიზიო ბიზნესი არასოდეს ჰქონია და ეს მისთვის პირველი "ბიზნესპროექტია". აქედან გამომდინარე, გაურკვეველი ხდება, თუ რა მიზნით შეიძინა მან ტელევიზია, როცა მისთვისაც ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანია წამგებიანია.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ტვ-25"-ის გასხვისება მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მისი მესაკუთრეები ბათუმელი ბიზნესმენი ჯემალ ვერძელაძე და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა არიან. ტელეკომპანიის გასხვისებაზე საზოგადოებისთვის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდგომ გახლდა ცნობილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: