წამლები გაძვირდება?
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების უფროსის, დავით მაჭარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მედიკამენტების ფასებზე გავლენა არ მოაუხდენია, ლარის გაუფასურებამ შესაძლოა მედიკამენტების იმ ნაწილზე გამოიწვიოს ფასის ზრდა, რომელიც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში შემოვიდა.
ფასების ზრდას ჯანდაცვის სამინისტროში მომავალი კვირიდან ვარაუდობენ.