მოვაჭრეების დიდ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი

მოვაჭრეების დიდ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი

   ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. 

   მოვაჭრეების დიდ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი. ეს ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში ბაზრის დაწვის ეს მესამე შემთხვევა. ცნობისთვის, ხოფის ბაზარი ერთ-ერთი დიდი ბაზარია აჭარის რეგიონში.

   როგორც ამ წუთებში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, სამაშველო სამსახურისთვის ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. 

   -"ხანძრის სიძლიერის გამო სავაჭრო მაღაზიაში შესვლას ვერ ვახერხებთ, არ ვიცით, რა სიტუაციაა და რა ხდება აფეთქების ადგილზე", - აცხადებს თურმანიძე.

ამ წუთებში სახანძრო ბრიგადებს ხელვაჩაურიდან და ქობულეთიდან ელოდებიან.

   ხოფაზე პიროტექინიკის საწყობში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: