დღეს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს თბილისში ელოდებიან
დღეს საქართველოს რიგით მეორე ვიზიტით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.
უკვე ცნობილია, რომ შტაინმაიერი საქართველოს 9 დეკემბერს დატოვებს.