2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცების თარიღი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაირკვევა

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცების თარიღი პარლამენტის ბიუროს  სხდომაზე გაირკვევა

საქართველოს პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე კვირას გეგმავს.

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანის და დამტკიცების თარიღი პარლამენტის ბიუროს  სხდომაზე გაირკვევა.

საბიუჯეტო პროექტის ბოლო, კორექტირებული ვერსია პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარედგინა და ის განსახილველად პირდაპირ სესიაზე გავა.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში

კანონპროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 140,0 მლნ ლარით გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი და 8 030,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 800,0 მლნ ლარით აღემატება, ხოლო მშპ-ს 25,2%-ს შეადგენს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 140.0 მლნ ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს.

2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით).

2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით შემცირებულია 15.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: