რა გაუჭირდა "მაკ დონალდსს"?
"მაკ დონალდსის" გაყიდვები მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პირველად ბოლო ცხრა წლის მანძილზე "მაკ დონალდსის" გაყიდვები 1.8 პროცენტამდე დაეცა, მაშინ, როდესაც ამ მაჩვენებელმა გასულ წელს 5.5 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლები მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია შემცირებული. რესტორნების ქსელის ხელმძღვანელობა რეიტინგის დაცემის მიზეზად გაზრდილ კონკურენციასა და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ "მაკ დონალდსი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტთა ქსელია. კომპანიას 119 ქვეყანაში 33 500 ათასი ობიექტი აქვს განლაგებული. ყოველდღიურად კი მისი რესტორნები დაახლოებით, 69 მილიონ ადამიანს ემსახურება.