თეა წულუკიანი: სასამართლო სისტემის შიგნით პრობლემები არსებობს!

თეა წულუკიანი: სასამართლო სისტემის შიგნით პრობლემები არსებობს!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აღნიშნულს ჯიქურად არ აღიარებს.


"ჩემი ინიციატივით, მთავრობამ წარმატებით ჩააატარა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად იქნა შეფასებული და ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის. რაც შეეხება სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს, ძალიან ცუდია, რომ ამის აღიარება არ ხდება, მაგრამ ალბათ, დღეს თუ არა ხვალ, ბატონ კუბლაშვილს ამის აღიარება მოუწევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით პრობლემები არსებობს. მე პირადად, მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ, რომ ის რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდი იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც მე ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას და საქართველოს და ქართველ მოსამართლეს საამაყოს გავხდი", - განაცხადა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: