ვასილ მაღლაფერიძე: მთავარსარდლობისას ხომ იხოხა და ახლა საკუთარი ქვეყნის ოფიცრებს მოუწოდებს სხვის არმიაში განაგრძონ მსახური!

ვასილ მაღლაფერიძე: მთავარსარდლობისას ხომ იხოხა და ახლა საკუთარი ქვეყნის ოფიცრებს მოუწოდებს სხვის არმიაში განაგრძონ მსახური!

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ქართველი ოფიცრების უკრაინის არმიაში მსახურებასთან დაკავშირებით  "facebook"- ის საკუთარ გვერდზე წერს.

"მთავარსარდლობისას ხომ იხოხა და ახლა საკუთარი ქვეყნის ოფიცრებს მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ და სხვის არმიაში განაგრძონ სამსახური.


ისტორიიდან მსგავს პრეცედენტს ვერ ვიგონებ!

თუ ვინმესთვის ეს მისაღებია, ე.ი. მოუსწრიათ იმ ახალი სახეობის ადამიანების გამოყვანა. უსამშობლოთა და უღირსებოთა სექტა!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: