თამარ სანიკიძე: წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი გადადგეს!

თამარ სანიკიძე: წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი გადადგეს!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის ცალკეულ სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები და გადაადგილებები მართვის სისტემის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.

"საინტერესოა ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ ის არ არის უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე ოჯახთან ან გვართან. ცვლილებები ნებისმიერ მთავრობაში და ორგანიზაციებში ყოველთვის მიმდინარეობს. თუ ეს ცვლილებები უკეთეს შედეგს გამოიტანს, რატომაც არა. მე ვფიქრობ, ყველაფერი მიმართულია, რომ სიტუაცია უფრო გაჯანსაღდეს, მმართველობაში ახალი სისხლი შემოვიდეს. ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები ამ პოლიტიკას ეყრდნობა და ამ მიზანს ისახავს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: