დავით ბაქრაძე:ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს!
"ჩვენი მიზანი იქნება, რომ ეს შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული შეხვედრა იყოს", - აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე საუბარი ე.წ ხელშეკრულებაზეც იქნება.
"მოლაპარაკების შედეგებზე, ჯობს, რაუნდის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა ბაქრაძემ.