დავით ნარმანია: ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება!

დავით ნარმანია: ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება!

 საცობები ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.

"ვიცი, რაც არის საცობების გამომწვევი მიზეზი. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი იყო დაზიანებული გზის მონაკევეთი, რომელიც აღვადგინეთ რამდენიმე დღის წინ და მოიკლო საცობების რიცხვმა. თუმცა, საცობები ზოგადად ქალაქში გამოწვეულია ავტომანქანების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მშენებლობების ფონზე მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ ატარებს ნაკადებს", -აცხადებს ნარმანია.


ნარმანიას თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საკოორდინაციო შეხვედრა იგეგმება.

"დაგეგმილია კვლევა, რომელიც გვიჩვენებს ზუსტად სატრანსპორტო ნაკადების მარშრუტებს და აშ. ზოგიერთ მონაკვეთთან დაკავშირებით გვაქვს საინჟინრო გადაწყვეტილების გეგმები. დაგეგმილი გვაქვს პუშკინზე ესტაკადის მშენებლობა, სანაპიროს გაფართოება "ლაგუნა ვერესთან" და სხვა რამდენიმე პროექტი, რაც არის ნაბიჯი საცობების შემცირებისკენ. ასევე ვსწავლობთ მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკადებს და ნაკადი სხვანაირად იქნება გადალაგებული, რაც გარკვეულ შვებას მოგვცემს. საბურთალოს ნაწილზე ვატარებთ დაკვირვებას, დასუფთავების მანქანები გადავიყვანეთ სხვა რეჟიმზე. თუმცა საცობები ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ერთ უბანში შეიძლება მოვაგვაროთ, მაგრამ სადღაც აუცილებლად გაჩნდება ძაბრი, სადაც დაგროვდება ავტომანქანები და იქნება საცობი, ამიტომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია", -განაცხადა ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: