თედო ჯაფარიძე: საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ ახალი მიდგომა, ახალი იდეები!

თედო ჯაფარიძე: საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ ახალი მიდგომა, ახალი იდეები!

ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებული ე.წ ხელშეკრულება იქნება ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებში ახალი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა.

 

 თედო ჯაფარიძის თქმით, რომ ახალი შემადგენლობისგან მეტი აქტიურობაა საჭირო.

"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დელეგაციის ახალი შემადგენლობა იქნება უფრო აქტიური. ჩვენ ვცდილობდით, რომ რეაგირება მოგვეხდინა ამა თუ იმ გამონათქვამსა და გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ინოვაციურები. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ ახალი მიდგომა, ახალი იდეები", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: