ზურაბ აბაშიძე: თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის წრის წარმომადგენლებმა!
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარტია "ქართული ოცნებიდან" და სამთავრობო სტრუქტურებიდან ცალკეული თანამდებობის პირების წასვლას სახელისუფლებო კრიზისად აფასებს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის წრის წარმომადგენლებმა.
"თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის უახლოესმა წევრებმა. ეს ხალხი უშუალოდ ღარიბაშვილთან იყვნენ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და კიდევ ერთხელ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ.