ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ჩადის
12-14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავრცელებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, 14 ნოემბერს გაიმართება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ თავად მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.