ირაკლი შოთაძე: ადვოკატების განცხადებები სპეკულაციაა!

ირაკლი შოთაძე: ადვოკატების განცხადებები სპეკულაციაა!

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების განცხადებებს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე დემაგოგიას უწოდებს.

 საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითაც პასუხისგებაში მიცემული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება.აღნიშნლზე მთავარი პროკურორის მოადგილემ , ირაკლი შოთაძემ მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთა,

"არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, ამას სასამართლო გაარკვევს, რომელიც აუცილებლად ჩატარდება. პროკურატურა ყველა მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში. ადვოკატების განცხადებები კი დემაგოგია და სპეკულაციაა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს მასალები გადაეცათ. პროკურატურის მასალების გაცნობის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობაზე მიუთითებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: