კოტე კუბლაშვილი: წულუკიანის განცხადების შეფასება ნამდვილად რთულია!
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ამ განცხადების სერიოზული შეფასება ნამდვილად რთულია", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ კოტე კუბლაშვილი აგრძელებს ჩემი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდია, რომ არსებული პრობლემების და ხარვეზების აღიარება არ ხდება, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს ალბათ მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი აბსოლუტურად სხვანაირად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას.