ნოდარ ხადური:დიდი ალბათობით, ლარის კურსი აიწევს!

ნოდარ ხადური:დიდი ალბათობით, ლარის კურსი აიწევს!

"ძალიან დიდი ალბათობით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში აიწევს", -  განცხადება ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.  ხადურის თქმით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი.

"პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი აიწევს", - განაცხადა ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: