გია ხუხაშვილი: "ოცნების" საკადრო პოლიტიკას მე არ განვსაზღვრავ

გია ხუხაშვილი: "ოცნების" საკადრო პოლიტიკას მე არ განვსაზღვრავ

გია ხუხაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამას სისულელედ აფასებს.


ამის შესახებ განცხადება მან "ივერიონთან" საუბრისას გააკეთა.


როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამა თუ იმ პიროვნებასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კონკრეტულ დანიშვნებში არ მონაწილეობს.


"მთავრობის საკადრო გადაწყვეტილებები არ  მიმიღია და არც ვაპირებ, ისიც კი იყო ნათქვამი, რომ შსს-ში რაღაც გვარებია ჩემი დასახელებული. არადა, არც კი ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები.  შს-ს წარმომადგენლებს ვურეკავ, ვეკითხები ვინ არიან ეს ადამიანები.  რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. ბევრ რამეს მაბრალებენ, თურმე კეზერაშვილის ქონებაც გადმომიფორმებია, მაგრამ რა ვქნა, ასეთია თამაშის წესები,"-აცხადებს გია ხუხაშვილი.


თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებაში  საკვანძო თანამდებობებზე კადრების დანიშვნას "ქართული ოცნების" დატოვების მიუხედავად, მაინც გია ხუხაშვილი  განსაზღვრავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: