ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ცოცხები მიიტანეს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ცოცხები მიიტანეს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დასასწრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებიც გამოცხადდნენ, რომელთაც სიმბოლურად "ქართული ოცნების" დროშებთან ერთად,   ცოცხებიც აქვთ მოტანილი.


როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტმა "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნა, ცოცხი პრეზიდენტ მიშა სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას მიერ შექმნილ რეჟიმთან ასოცირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ცოცხი გამოვიყენოთ იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც მას თუნდაც ბაჩო ახალაია იყენებდა.


"ქართული ოცნების" აქტივისტი ლაშა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ  აქ მათი ყოფნა "ნაცმოძრაობის" მხრიდან  შეიძლება იყოს აღქმული  სასამართლო პროცესზე ზეწოლად, რაც აბსურდია. საქმე იმაშია, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები სასამართლოს შენობის ეზოშიც კი არ შეუიშვეს. 


შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ექსმინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 2 სთ-ზე დაიწყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: