ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში ვაშლები შეუგზავნეს

ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში ვაშლები შეუგზავნეს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჟურნალისტთა მხოლოდ ნაწილი შეუშვეს. ჟურნალისტთა ერთი ნაწილი გარეთ იმყოფება.


როგორც "ივერიონთან" საუბრისას  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, "უმცირესობა" სრულად დაუდეგება თავდებში როგორც ბაჩო ახალაიას, ასევე იმ ორ პირს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.


ერთ-ერთმა ქალბატონმა უმცირესობის წევრს შოთა მალაშხიას სიმბოლურად ვაშლები მიაწოდა და სთხოვა, როგორც კი სასამართლო პროცესზე შევა, როგორც თავმდებმა იქ მყოფებს ვაშლები დაურიგოს, რადგან ვაშლი ბაჩო ახალაიას დაკავების სიმბოლოა.


სასამართლო პროცესს უამრავი ადამიანი ესწრება და ამიტომ გახდა შეუძლებელია სასამართლო პროცესზე დასწრება. პროცესს განსასკელთა ოჯახის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.


სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია, პროკურატურაში დაკითხვაზე 6 ნოემბერს 20:30 წუთზე გამოცხადდა, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ კი ის სამართალდამცველება დააკავეს, რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურს, მათი დაკავება 7 ნოემბერს გამთენიისას მოხდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: