კახა კალაძე: შსს-ს რეფორმირების საკითხში სპეციალური ჯგუფის შექმნა მნიშვნელოვანი იქნება!
როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საკითხზე დადებით და უარყოფით მხარეებს შეაფასებს.
"ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს და დადებული იქნება დასკვნა, დადებითი და უარყოფითი მხარეები რა შეიძლება იყოს. ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა კალაძემ.