თინათინ ხიდაშელი: მომავალ წელს სამოქალაქო კონტროლის ქვეშ მყოფი საშინაო საქმეთა სამინისტროთი შევხვედროდეთ!
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ილიასი არ იყოს, ამ დღეს ვიწყებ შეჯამებას" აბა დღეს {წელს} მე ვის რა ვარგე",-წერს თინა ხიდაშელი
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ილიასი არ იყოს ამ დღეს ვიწყებ შეჯამებას " აბა დღეს {წელს} მე ვის რა ვარგე". წელს ნამდვილად უკეთესი წელია ვიდრე მანამდე. მარტო პატიმრების სრულფოვანი მკურნალობის პროგრამა რად ღირს, ვიდრე მანამდე რუტინად ქცეული წამება. ან თავისუფალი მედია, მაგრამ დღეს მაინც ის ავადსახსენებელი მოსმენებოს კანონი მახსენდება განწყობას ამძიმებს,
მაგრამ ენკავედეს დაშლას მოვესწრებით როგორც ჩანს და მომავალ წელს სამოქალაქო კონტროლის ქვეშ მყოფი საშინაო საქმეთა სამინისტროთი შევხვედროდეთ, სხვა თუ არაფერი ეს უკვე ნამდვილად საბჭოეთის დასრულება იქნება საქართველოში, რომელიც ასეთი წარმატებით დაგვიბრუნა სააკაშვილმა.
ადამიანია მთავარი, ადამიანი. წარმატებული, განათლებული, დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი, და კიდევ ძალადობისგან, ნეპოტოზმისგან, კორუქციისა და ძალაუფლებით ტრფობისგან დაცლილი გარემო.
ეს ორი ერთად საკმარისია რომ ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა იყო სადაც ადამიანის უფლებებია პირველადი და მას ილუზორულ სახელმწიფო ინტერესებს არ შესწირავენ.
ასეთი საქართველოდან შევეხმიანოთ ერთმანეთს მომავალ 10 დეკემბერს