გიორგი ქადაგიძე: გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინებს ექნება!

გიორგი ქადაგიძე: გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინებს ექნება!

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ქადაგიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინს აქვს.

"პროცესებზე ყოველდღიურ დაკვირვებას და ანალიზს ვაგრძელებთ. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ინფლაციურ მოლოდინებს და ჩვენ ველოდებით ნოემბრის და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლებს. დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ არ პოვებს ეს ასახვას ფასებზე იმაზე მეტად, ვიდრე ეს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლით არის გათვალისწინებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია ინფლაციასთან და ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვეტთ, შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელია და მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებისთვის ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც ქადაგიძემ განაცხადა, სავალუტო რეზერვები საკმარისი რაოდენობით არსებობს.

"ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ აღარ გვაქვს სათანადო რაოდენობის სავალუტო რეზერვი ან ის, რომ რაიმე ფორმით შეზღუდული ვართ ამა თუ იმ ტიპის ინტერვენციაში, ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს სავალუტო რეზერვები საკმარისი ოდენობით, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. უბრალოდ, საერთაშორისო რეზერვების განკარგვა ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად ხდება",-განაცხადა ქადაგიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: