სართიჭალის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

სართიჭალის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში შულავერი-წითელი ხიდის გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


ამ გზის რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ გვერდულების მოწყობა, საგზაო ნიშნების დაყენება და გზის დახაზვა.


მინისტრის მოადგილე  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული და ამორტიზებული ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის გამო, სართიჭალის მოსახლეობას წყალი კვირაში სამჯერ, დღეში 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში შენდება 2 სატუმბი სადგური, 2 საქლორატორო ნაგებობა, არსებულ რეზერვუარს უტარდება რეაბილიტაცია, შეიცვლება 32კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი და მოხდება სრული გამრიცხველიანება.


აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: