10 მარტი ნოდარ ჭითანავას დაბადების დღეა!

10 მარტი ნოდარ ჭითანავას დაბადების დღეა!


88 წელი გასულა მას აქეთ, რაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან ატყორცნილი ეს გვარ-სახელი - ნოდარ ჭითანავა, დროსა და სივრცეში მოგზაურობს, ათას ქარტეხილს შეუბღალავად გამორიდებული, რეგალიების ვრცელი ჩამონათვალის გარეშეც, სანთელივით ანათებს, ტოლუპოვარ კეთილშობილებას, უმწიკვლო ღირსებას, უანგარო მსახურებას ახსენებს საზოგადოებას. 


ნოდარ ჭითანავას განვლილი წლები სხივმოსილი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სანიმუშო მაგალითია. მან ორ მენტალურად განსხვავებულ - კომუნისტურ/საბჭოთა და საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში იმსახურა უმაღლეს პარტიულ/სამეურნეო თანამდებობებზე. ყველგან მაღალი პასუხისმგებლობით, თავდაუზოგავი შრომით, მაღალი კვალიფიკაციითა და უბადლო კომპეტენციით გამოირჩეოდა, გადაწყვეტილებებს დაფიქრებით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მიზანშეწონილობაზე გათვლით იღებდა. 


ყველაზე წარუშლელი კვალი მან მეცნიერებას, საკუთრივ, ეკონომიკის განვითარებას დაატყო. ამ დარგშიც მიაღწია ყველა უმაღლეს სამეცნიერო ხარისხს, წოდებას, თუ თანამდებობას. პროფესიული ინტუიციია, ცოდნაზე დაფუძნებული ცხოვრებისეული მდიდარი გამოცდილება არასდროს ღალატობდა. 


 ბატონი ნოდარი ახლაც რუდუნებით, დაუნჯებული გონიერებით, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების პერსპექტივის უზრუნველყოფის ფერხულში დგას.


სიმხნევეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ამაგდარ ადამიანს - ჩვენი დროის უდიდეს პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს და მეცნიერს, იმზეგრძელოს მისი თვალით დანახულ მარადიულ სამშობლოს კეთილდღეობასთან ერთად.


უღრმესი პატივისცემით:

მიხეილ ჯიბუტი, მურმან კვარაცხელია, გური ოტობაია, ზაურ ნაჭყებია, იური პაპასქუა
       ჩოხატაური, შუა ამაღლება, 10 მარტი, 2024 წელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: