ომბუდსმენის აპარატი შს-სგან ნიგვზიანის ინცინდენტის გამოძიებას მოითხოვს

ომბუდსმენის აპარატი შს-სგან ნიგვზიანის ინცინდენტის გამოძიებას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს გამოძიება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ვებ-გვედი ავრცელებს.


,,ვინაიდან, სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მომხდარი ფაქტები  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვაში.


2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, მათ სოფელ ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდათ, რომლებმაც რამდენიმე მლოცველს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ რელიგიური რიტუალების შეწყვეტას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: