ნოდარ ხადური: რამდენიმე გამონაკლისის გარდა, წელს პრემია მინისტრებს არ აუღიათ!

ნოდარ ხადური: რამდენიმე  გამონაკლისის გარდა, წელს პრემია მინისტრებს არ აუღიათ!

 როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, მინისტრების ხელფასი ორ-სამჯერ შემცირდა.

 

ხადურმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ხელფასი ეზრდებათ სახალხო დამცველს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, რადგან იზრდება მათი ფუნქციები.

"მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ხელფასები მნიშვნელოვანად არის შემცირებული - ორჯერ, სამჯერ და ზოგჯერ მეტადაც. მინისტრის ხელფასი ხელზე 5 000 ლარია, თავის დანამატთან ერთად. პრაქტიკულად არ მახსოვს შემთხვევა, რომ წელს მინისტრებს პრემია მიეღოთ, ორი-სამი გამონაკლისის გარდა. აქ კი საუბარია რამდენიმე მინისტრზე, რომლებმაც ასოცირების შეთანხებაზე იმუშავეს და პრემია მათ მიიღეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: